TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

BET25 თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. " BET25 " აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00 ანაზღაურება: ხელფასი 2000 + ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლისთვის შეკვეთების მიღება და მიწოდება; მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება; საბარათე სისტემის და APP-ის ფუქნციების დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: პუნქტუალურობა; კომუნიკაბელურობა; ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.