მიმტანი
Job description
სასტუმრო " Intourist Hotel Kazbegi " აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: ** მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა; ** მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა; ** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი; ** სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა; ** სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება; ** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება; ** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ** სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი, მათ შორის პრობლემურ სტუმრებთან; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.