TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

ელენესთან Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

ქართული საოჯახო ტიპის რესტორანი " ელენესთან " 2026 წლის იანვარში გაიხსნა და მომხმარებელს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს საავტორო კერძებითა და ქართული კულინარიის გემრიელი ელემენტებით მოდერნიზებულ სტილში. ობიექტი მცირე ზომისაა, სულ 6 მაგიდით წარმოდგენილი. რესტორნის შემქმნელი და შეფ-მზარეული მოყვარული მზარეული ელენეა. ამჟამად ობიექტი ეძებს მიმტანებს სამუშაოდ. ძირითადი მოთხოვნები: ** სტუმრების დახვედრა ** სერვისის სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება ** მენიუს სრულფასოვნად ცოდნა ** სალაროს კონტროლი, შეკვეთის დაფიქსირება, ჩეკის გამოწერა/დახურვა და თანხის მიღება საჭირო უნარები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩვენ გთავაზობთ: ** კვებით უზრუნველყოფას. ** მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ** ღამის საათებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაა ხელმისაწვდომი, ტაქსით უზრუნველყოფას პირობები: ** ანაზღაურება: დღეში 55 ლარი + თიფი (+ დღიური ნავაჭრის პროცენტი) ** ლოკაცია: თბილისი, გიგა ლორთქიფანიძის 7, სოლოლაკი ** 2/2-ზე გრაფიკი. 13:00 - 23:00 (პარასკევი, შაბათი 13:00 - 01:00) დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 599 507775 გისურვებთ წარმატებას!