TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი/ბარისტა

მიმტანი/ბარისტა

Bazzar Boutique Hotel Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

" Bazzar Boutique Hotel "-ის გუნდი ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს მიმტანის/ბარისტას პოზიციას. ანაზღაურება და პირობები: ** ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კომპანიის მხრიდან კვება; ** უნიფორმა. სამუშაო გრაფიკი: ** კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი); ** სრული განაკვეთი, 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება). ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება; ** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; ** მაგიდების სერვირება; ** სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება. საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** კვებისა და სასმლის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. თუ ხართ დაინტერესებული, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.