მიმტანი
Job description
რესტორანი ქეთო და კოტე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე მოთხოვნები და კვალიფიკაცია მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე სალარო აპარატთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ინგლისური ენის ცოდნა ყურადღებიანი და მომთმენი სტუმრებისა და თანამშროლების მიმართ კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარის მქონე სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი გუნდური მოთამაშე ძლიერი ორგანიზაციული უნარები, სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ აქტიური მსმენელი შეეძლოს დროის მენეჯმენტი იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე ემოციურად სტაბილური შესასრულებელი სამუშაო აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ. უნდა ფლობდეს მენიუზე სრულ ინფორმაციას, სტუმრებს უხსნის კერძებს დეტალლურად, იცის შემადგენლობა, ალერგენები და პორციულად რაოდენობა. მოამზადოს მთლიანი და სრული ანაგრიში სტუმრის წარსადგენად. სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად, მიაქვს გასვრილი ჭურჭელი სამრეცხაოში, ცლის ნარჩენებს ნაგვის ურნაში და ათავსებს ჭურჭელს შესაბამის რაქსაში დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ხელმძღვანელი პირი. სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ხელმძღვანელი პირი. მუდმივად არის მოწესრიგებული, იცავს ჰიგიენურ ნორმებს და აცვია შესაბამისი უნიფორმა, მოწესრიგებული ფრჩხილები, თმა. ესწრება ყოველდღიურ შეხვდრებს პერსონალისთვის და ზოგად ტრენინგებს, რომელზეც ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელი სთავაზობს სტუმარს საუკეთესო მომსახურებას იცავს შინაგანაწესის ყველა წესს სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, 9 საათიანი. ყველაზე ადრე ცვლა იწყება 13:00-დან. ანაზღაურება საათში 6.25₾. კომპანია უზრუნველყოფს კვებას, დაზღვევას, ტრანსპორტირებას 00:00 საათის შემდეგ. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ მითითებულ მეილზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ,,მიმტანი“.