მიმტანი
Job description
" Best Western Tbilisi City Center " აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება; ** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება; ** სტუმრებისთვის მენიუსა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** დილის ცვლაში ბუფეტური საუზმის ბუფეტის გაწყობა, შევსება და სტუმრების მომსახურება; ** საღამოს ცვლაში რესტორნის à la carte მომსახურების უზრუნველყოფა; ** რესტორნისა და საუზმის დარბაზის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა; ** სამუშაო სივრცის მომზადება ცვლის დაწყებამდე და მოწესრიგება ცვლის დასრულების შემდეგ; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა; ** მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენის თავისუფლად, ხოლო ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მოწესრიგებული გარეგნობა და პოზიტიური დამოკიდებულება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი კვირაში; ** დილის ან საღამოს ცვლა, ოპერაციული საჭიროებიდან გამომდინარე; ** კონკურენტული ანაზღაურება + ტიპსები; ** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: "მიმტანი".