TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

სასტუმრო გისტოლა მესტია ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

5 ვარსკლავიანი სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაში , აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით; შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა; შვედური მაგიდის მომსახურება; სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება; სტუმრების მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება. ჭურჭლის გაპრიალება t და დაბინავება. საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, B1 (ინგლისური ენა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.) პიროვნული უნარ-ჩვევები: პუნქტუალურობა; კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; ფიზიკურად შრომის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს და შემოსავალს. (სამსახური არ არის სეზონური) უფასო კომფორტულ საცხოვრებელს, სასტუმროში არის განკუთნილი ოთახები სტაფის წევრებისთვის. (3 ადამიანი 1 ოთახში) სამჯერადი კვება უფასოდ. უფასო პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. 30%-იანი ფასდაკლება ჩვენ რესტორანში. 23:00-დან 07:30-მდე სასტუმროს აუზის გამოყენება უფასოდ. კარიერული განვითარების შესაძლებლობას. თიფი (tips) ბარათით და ქეშით. ქეშით თიფს იტოვებთ თქვენ, ბარათით რასაც დატოვებენ თვის ბოლოს იყოფა მიმტანებზე. გრაფიკი: 15:00 - 00:00. (ბოლო შეკვეთას ვიღებთ 22:25-ზე, სტუმარს აქვს უფლება რომ რესტორანში იყოს 00:00-მდე. არასეზონზე ხშირად ხდება ისე, რომ 22:30 უკვე თავისუფლები იქნებით, 00:00-მდე არ მოგიწევთ დარბაზში ყოფნა) Day off (დასვენება) - ერთი დღე კვირაში, შესაძლებელია დასვენების დღეების დაგროვება და ერთდროულად გამოყენება (მაქს.6 დღე) ანაზღაურებადი შვებულება: წელიწადში ერთხელ, 10 დღე, შესაძლებელია დაგროვებული day-off ებთან ერთად გამოყენება (მაქს. 14 დღე, არასეზონ თვეებში) დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან whatsapp-ზე: +995 511 29 29 66 გისურვებთ წარმატებას!