TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მითერი

მითერი

GT Group თბილისი ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 27, 2026

Job description

კომპანია „ ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე. „ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216; სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა; კომპიტერული პროგრამების ცოდნა: MS Office ცოდნა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, კომფორტული გარემოს შექმნა; მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის დეპარტამენტთან/თანამშრომელთან გადამისამართება; მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შემომავალი ზარების მიღება და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება; შოურუმის ვიზუალური მდგომარეობისა და ავტომობილების ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი; მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; შოურუმში შემოსული მომხმარებლებისთვის ყავის, ჩაისა და გამაგრილებელი სასმელების შეთავაზება და მომსახურება; სოციალური მედიის არხებით მიღებულ მომხმარებელთა შეტყობინებებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად პასუხის გაცემა; მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკუკავშირის დროული მიღება, შესაბამისი რეაგირება და პრობლემების ეფექტური მართვა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას !