მიწისა და უძრავი ქონების დეპარტამენტის უფროსი
Job description
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას მიწისა და უძრავი ქონების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: ** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი); ** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 8000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** მიწისა და უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება კომპეტენციის მიხედვით და შესრულებული სამუშაოების კონტროლი; ** კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის დოკუმენტების დაცვისა და შესრულების კონტროლი; ** დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ კომპანიის დირექტორის ან კურატორი მოადგილისადმი წინადადებების წარდგენა; ** მიწის ნაკვეთებთან, უძრავ ქონებასთან და ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კოორდინაცია; ** უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული შესაბამისი ნებართვების მიღების პროცესში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისთვის წარდგენა; ** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ერთიანი ბაზის წარმოება და სრულყოფა, აგრეთვე მათი მოქმედების ვადების კონტროლი; ** კომპანიის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში არსებული უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის ეტაპობრივი შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ** საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა კომპეტენციის ფარგლებში; ** მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის, დაზუსტების, გამიჯვნის, გაერთიანების, საკუთრების უფლების აღიარებისა და სხვა სარეგისტრაციო პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა და წარმართვა; ** კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა; ** მიწისა და უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებული აუქციონის პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; ** დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი შესყიდვების განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ურთიერთობის წარმართვა; ** კომპანიის ქონების რეგისტრაციასთან, პრივატიზაციასთან, იჯარასთან და სხვა სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; ** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ანგარიშების, ანოტაციების, საინფორმაციო მასალებისა და პრეზენტაციების მომზადება საჭიროების შემთხვევაში. ** დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ამომწურავი პასუხის მომზადების უზრუნველყოფა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა; ** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - იურისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ** უძრავი ქონებისა და მიწის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა; ** სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა პიროვნული მახასიათებლები: ** მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** შედეგებზე ფოკუსირება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 26 ივლისისა . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. "საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.