მიწისა და უძრავი ქონების მართვის მენეჯერი
Job description
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას მიწისა და უძრავი ქონების დეპარტამენტის ქონების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: ** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი); ** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 4000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში არსებული ქონების აღრიცხვა, ადმინისტრირება და მართვა; ** უძრავი ქონების რეესტრისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემატური წარმოება და განახლება; ** ქონების გამოყენების, იჯარის, გადაცემისა და სხვა ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია; ** ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადების კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** საჯარო რეესტრთან, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვა ადმინისტრაციულ უწყებებთან ურთიერთობა; ** ქონების რეგისტრაციასთან, დაზუსტებასთან, გაერთიანებასთან, გამიჯვნასთან და სხვა სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; ** ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შედეგების ანალიზი; ** ქონების მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** ქონებასთან დაკავშირებული ანგარიშების, ცნობების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება; ** კომპეტენციის ფარგლებში შესყიდვებისათვის საჭირო ტექნიკური დავალებებისა და დოკუმენტაციის მომზადება; ** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით; ** უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა; ** სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა პიროვნული მახასიათებლები: ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** შედეგებზე ფოკუსირება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 26 ივლისისა . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. "საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.