TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიწოდების აგენტი

მიწოდების აგენტი

ამბოლი თბილისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge კომპანია „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო დრო: 10:00-19:00 ძირითადი მოვალეობები: საწყობში საქონლის მიღება მითვლით ზედნადების მიხედვით; საქონლის მიწოდება მომხმარებელის ობიექტზე, მითვლით ზედნადების მიხედვით; კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით; ფულის მიღებისას შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის მიწოდება. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია; სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება; აუცილებელი უნარები: ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; ყურადღებიანი დეტალების მიმართ; დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით .