მხაზველ-დამპროექტებელი
Job description
" Insta " - ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA. ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! ვაკანსია: მხაზველ-დამპროექტებელი ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი) ანაზღაურება: 2500+ NET ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას; ** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კორპორატიული ნომერი; ** Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით); ** საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო; ** შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს. ძირითადი მოვალეობები: ** ელექტრო ნახაზების, სქემების და გეგმების მომზადება ტექნიკური დავალების შესაბამისად; ** ძალოვანი კარადების სქემების, ცალხაზოვანი დიაგრამების და განლაგებების დამუშავება; ** პროექტის ცვლილებების შესაბამისად ნახაზების დროული განახლება; ** საინჟინრო გადაწყვეტილებების ვიზუალური წარმოდგენა პროექტის მოთხოვნების მიხედვით; ** პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება; ** თიმ ლიდერისა და ინჟინრების მითითებების შესაბამისად კორექტირებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით განათლება; ** მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება მხაზველის ან დამპროექტებლის პოზიციაზე; ** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია. პროგრამული უნარ-ჩვევები: ** AutoCAD; ** Revit-ის ცოდნა სასურველია; ** EPLAN-ის ცოდნა სასურველია; ** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook). გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - " მხაზველ-დამპროექტებელი". ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ინსტა"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "ინსტაში" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "ინსტას" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ინსტა" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "ინსტაში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ინსტა"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინსატ"-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: ტელ.: + (995 32) 220-20-20; ვებ-გვერდი: https://www.insta.ge/ka/