TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მკვლევარი - სატელეფონო ინტერვიუერი

მკვლევარი - სატელეფონო ინტერვიუერი

საქართველოს ბანკი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Jul 16, 2026

Job description

სს „საქართველოს ბანკის “ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი - სატელეფონო ინტერვიუერის თანამდებობაზე თბილისში. საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ჩვენ ვპოულობთ ადამიანებთან შეხების წერტილებს, ვითვალისწინებთ სხვადასხვა სეგმენტების განვითარების ეტაპებს და ვქმნით ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ემსახურება სურვილებისა და საჭიროებების სრულყოფას. მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი ზრუნავს, რომ თითოეული მომხმარებლის სურვილი მაქსიმალურად გათვალისიწნებული იქნას, პროცესებს ვცვლით და ვარგებთ მომხმარებლების საჭიროებებს. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით. პოზიციის მიზანია: მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და მათი კმაყოფილების კვლევა შესაბამისი კითხვარების საშუალებით. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 11:00-15:00 ან 15:00-19:00; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებელთან; კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად; სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი; აუცილებელი ცოდნა და უნარები: კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; კეთილგანწყობა; მომხმარებელზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდურობა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს : https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mkvlevari-satelepono-interviueri-tbilisi-nbOfT2?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 16 ივლისი , 2026.