TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი

მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი

არქი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Jul 16, 2026

Job description

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „ არქი “-ში ვეძებთ მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: მობინადრეთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა. მობინადრეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა; უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება, შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება. მობინადრეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ; მობინადრეებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა სახის შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი და დროული რეაგირება; მობინადრეთა შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა; მობინადრეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; სამეზობლოს ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმების მართვა; საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების კოორდინირება და ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა; მოვლა-პატრონობის სერვისებთან დაკავშირებული გადახდების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და მობინადრეებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში; პორტფელში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.