მობინადრეებზე ზრუნვის სამსახურის უფროსი
Job description
კომპანია "არქი" , წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქიში" ვეძებთ მობინადრეებზე ზრუნვის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება: ** მობინადრეთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა; ** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა; ** მომსახურების პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესება; ** ქეისების მართვა/ გადაწყვეტის კოორდინაცია/პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლების პროცესის კოორდინაცია და უზრუნველყოფა; ** კვლევების შედეგების, მობინადრეთა საჭიროებებისა და მოლოდინების ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება; ** მობინადრეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; ** SLA-ების, რეაგირების ვადების და მომსახურების სტანდარტების კონტროლი; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარება და მენტორინგი; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების დატვირთვის მართვა და რესურსების ოპტიმალური განაწილება; ** პერიოდული რეპორტების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მომხმარებელთა მომსახურების, Customer Experience-ის, Property Management-ის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება; ** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.