მოდელების რისკების მართვის მენეჯერი/ მონაცემთა მეცნიერი
Job description
“ თიბისი ” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - მოდელების რისკების მართვის მენეჯერი/ მონაცემთა მეცნიერი ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა ვეძებთ გამოცდილ მონაცემთა მეცნიერს, რომელიც შემოგვიერთდება მოდელების რისკების მართვის გუნდში. შენი მთავარი ამოცანა იქნება სტატისტიკური, მანქანური სწავლების და GenAI მოდელების ვალიდაცია, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბანკის გადაწყვეტილებების სიზუსტესა და სანდოობაში. შენი ძირითადი ამოცანები: მოდელების რისკის დონის შეფასება არსებული პოლიტიკისა და სტანდარტების მიხედვით. ახალი და არსებული მოდელების ვალიდაცია. ვალიდაციის შედეგების დეტალური რეპორტების მომზადება. მოდელების რეგისტრაციისა და მართვის პროცესის უზრუნველყოფა. კვალიფიკაცია რას ველით შენგან: აუცილებელი მოთხოვნები: ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი კომპიუტერულ მეცნიერებებში, სტატისტიკაში, მათემატიკაში ან სხვა ტექნიკურ მიმართულებაში. მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელების განვითარებაში. მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება Python-ში მუშაობის. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი. გუნდური მუშაობის კულტურა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი. სასურველი უნარები და ცოდნა: Jira და/ან Confluence-სთან მუშაობის გამოცდილება. საბანკო ბიზნეს პროცესების საფუძვლიანი ცოდნა. MLflow-ის ცოდნა. Git/GitHub-თან მუშაობის გამოცდილება. SQL-ის ცოდნა. AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zyszs