მოდის კონსულტანტი
Job description
ფრანგული ბრენდის "Zadig & Voltaire"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, მაღაზია "Zadig & Voltaire Tbilisi " აცხადებს ვაკანსიას მოდის კონსულტანტის პოზიციაზე. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა ეძებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც კარგად იცნობენ საცალო ვაჭრობის სპეციფიკას მოდის ინდუსტრიაში და ასევე ფლობენ მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ადამიანებს ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდენციებს. ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა შერჩევის ფორმა: გასაუბრება ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს: ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში; ** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა; ** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; ** მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეფციის შესაბამისად; ** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა; ** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; ** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით, გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოდის კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!