TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოძრავი მერჩენდაიზერი

მოძრავი მერჩენდაიზერი

ოჯახური Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

" ოჯახური " არის ქართული სუნელ-სანელებლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და წლებია წარმატებით ქმნის ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით, ბრენდმა მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ოჯახური" აერთიანებს ავთენტურ ქართულ გემოს, თანამედროვე სტანდარტებსა და პასუხისმგებლიან წარმოებას. კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას აჭარაში მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია კომპანიის პროდუქციის ეფექტური წარმოდგენა, ბრენდის სტანდარტების დაცვა, პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტებში, გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და კომპანიის იმიჯის გაძლიერება. ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებში პერიოდული ვიზიტი მარშრუტის მიხედვით (გრაფიკის დაცვით) ** პროდუქციის სწორად განლაგება სავაჭრო სივრცეში - ბრენდის სტანდარტების შესაბამისად ** სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი და განახლება საჭიროების მიხედვით ** პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა თაროებზე, სტენდებზე და პრომო ზონებში ** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქტის ამოღება და შესაბამისი ანგარიშგება ** სარეკლამო მასალების (POSM) განთავსება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად ** მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების წარდგენა სავაჭრო ობიექტებში ** ფოტო ანგარიშგების წარმოება განლაგებულ პროდუქციასა და აქტივობებზე ** შეკვეთების მიღება დაშვებული ობიექტებიდან და გადაცემა შესაბამის რგოლთან ** ყოველდღიური ანგარიშგება ზედამხედველთან სამუშაოს შესრულების შესახებ ** ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი ** თანამშრომლობა გაყიდვების, ლოჯისტიკისა და მენეჯმენტის გუნდთან სავალდებულო მოთხოვნები: ** სასურველია გამოცდილება მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე ** ახალი ობიექტების ათვისებისა და პროდუქციის ეფექტური პრეზენტაციის უნარი ** დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა ** კომუნიკაციის ძლიერი უნარები და დეტალებზე ორიენტირება ** შრომისმოყვარეობა, ინიციატივის უნარი და მობილიზებულობა ** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (აუცილებელია) პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა და სანდოობა პირობები და ბენეფიტები: ** ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე) + ბონუსი გეგმაზე მიბმულად ** ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია: 250 ლარი ** საწვავი - ყოველკვირეულად, გაწერილი მარშრუტის მიხედვით ** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი ** პროფესიული განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა ** სამუშაო ტერიტორია: აჭარის რეგიონი ** ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია დაამუშავებს თქვენს მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, სხვა შესაბამის პოზიციებზე განხილვის მიზნით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: [email protected] განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი 2026 წელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!