მოძრავი მერჩენდაიზერი
Job description
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქუთაისში. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. ვებსაიტი: http://www.bms.ge სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:30სთ. შესვენება დღეში 1 სთ. დასვენება: კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა. ანაზღაურება: 950 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა. ფუნქცია-მოვალეობები: ** შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება; ** სალარო აპარატთან მუშაობა; ** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება; ** ობიექტებიდან თანხის აღება/გამოტანა. მოთხოვნები: ** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა); ** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. Tel: 595089796 გისურვებთ წარმატებებს! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."