მოძრავი მერჩენდაიზერი
Job description
შპს „ლიბო გრუპ“ აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო ქსელების მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე შპს „ლიბო გრუპ“ ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. შპს „ლიბო გრუპ“ მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენური, კოსმეტიკური და სხვა მიმართულებით. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ფუნქციები: სავაჭრო ობიექტების თაროებზე პროდუქციის განლაგების ადმინისტრირება, მარაგების კონტროლი, პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და სხვ. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 6 თვის. თვისებები და უნარ-ჩვევები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ენერგიულობა; კომუნიკაბელურობა; ანალიტიკური აზროვნების უნარი. ანაზღაურება - 750 ლარი + ბონუსი სამუშაო საათები : სრული განაკვეთი, ორი დღე დასვენება დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: [email protected] ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება). თქვენს მიერ გამოზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.