TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე

მოლარე

Casino International Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

"კაზინო ინტერნეიშენალი" სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ფიქსირებული ანაზღაურება + ჩაი (ე.წ. პოინტი); ** 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი; თვეში 15 სამუშაო ცვლა; 2/2-ზე; დღე/ღამე; ** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება; ** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა; ** ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო; ** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სრული საშუალო განათლება; ** სავალდებულოა ინგლისური ან/და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** საბაზისო მათემატიკური უნარები და ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; ** სალაროს ოპერაციების/ტრანზაქციების წარმოება და აღრიცხვა; ** კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!