მოლარე
Job description
" Poker Club " აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: საბურთალო, პეკინის ქ. 41. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (1 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1400 ლარი +დანამატი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ფულადი ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად; სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი; სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა; კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია); მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა; ყურადღება დეტალების მიმართ; კომუნიკაბელურობა; ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). Poker Club გთავაზობთ: დრესკოდის უზრუნველყოფას; კვებას; პროფესიული განვითარების ტრენინგებს; სასიამოვნო სამუშაო გარემოს; პროფესიულ ზრდა/განვითარებას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.