მოლარე
Job description
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი/გლდანი/ვაჟა-ფშაველა ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (კვარტალური) სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება; ** სალაროში არსებული თანხის კონტროლი; ** სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გამოწერა; ** წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ფლობა. პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა; ** დროის ეფექტურად მართვა; ** კომუნიკაბელურობა; ** ახლის სწავლის უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** პრეზენტაბელურობა; ** მოტივირებულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ენერგიულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სწავლას და კარიერულ წინსვლას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.