TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე - დეკრეტის შემცვლელი

მოლარე - დეკრეტის შემცვლელი

alta Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

ჩვენ ვართ " ალტა " — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. "ალტა" მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარის პოზიციაზე (დეკრეტის შემცვლელი). სამუშაო ადგილი : ქუთაისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება; ** ზედნადებებისა და ინვოისის გამოწერა; ** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის; ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება; ** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა; ** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა; ** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FR7K3lG