TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-კონსულტანტი

მოლარე-კონსულტანტი

leonidas-georgia Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

" Leonidas Georgia " აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39 სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 11:00 - 22:00 ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი ჩვენ შესახებ: "Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს. "Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი. შენი პასუხისმგებლობები იქნება: ** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა; ** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება; ** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა; ** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; ** პროდუქციის რაოდენობის, ვადებისა და ფასების კონტროლი; ** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც: ** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს; ** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით; ** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას; ** არის დეტალებზე ორიენტირებული; ** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით); ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს ბრენდის სტანდარტების შესაბამისად. თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.