მოლარე-კონსულტანტი
Job description
" Free Style Group " აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ახალი საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა; ** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება; ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება; ** მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება; ** სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა; ** პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა; ** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი; ** საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა; ** პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება; ** აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სასურველია უმაღლესი განათლება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით; ** დასვენება: კვირაში 2 დღე; ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი; თუ გსურთ გახდეთ Free Style Group-ის წარმატებული გუნდის წევრი და იმუშაოთ თანამედროვე, დინამიკურ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"მოლარე-კონსულტანტი".