მოლარე-კონსულტანტი
Job description
სუპერმარკეტი " თურსა " აცხადებს მიღებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , მელიქიშვილის 59-ში მდებარე "თურსა"-ს სუპერმარკეტი; სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვეებით ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი; ** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. ** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებელთან მომსახურება; ** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება; პიროვნული მახასიათებლები: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 3-4 დღე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე-კონსულტანტი". კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.