TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-კონსულტანტი

მოლარე-კონსულტანტი

libra Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში. ლოკაცია: ვ. ფშაველას 30ბ სასურველია: ** წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსთამთავრებული ან სტუდენტი ** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. ** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა ძირითადი მოთხოვნები: ** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება ** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა ** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით ** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება ** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ ** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა ** გაყიდვების გეგმის შესრულება. დამატებითი მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება: ** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი ** მომხმარებელთან ურთიერთობა ** გაყიდვების ტექნიკების ფლობა ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას ** კომფორტულ სამუშაო გარემოს ** მეგობრულ ატმოსფეროს. სამუშაო გრაფიკი: ** 6 სამუშაო დღე კვირაში ** ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 სთ-მდე ** შაბათი: 10:00- დან 18:00 სთ-მდე ** კვირა დასვენება შრომის ანაზღაურება: 1100 ლარი , ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.