მოლარე-კონსულტანტი
Job description
ვეტერინარული კომპანია „ ინვეტი “ აცხადებს ვაკანსიას ახალქალაქის ფილიალის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლის საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი. კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 35 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია. სამუშაო განაკვეთი: არა სრული, კვირაში 2-3 სამუშაო დღე საწყისი ანაზღაურება: 500-600 ლარი ადგილმდებარეობა: ახალქალაქი ძირითადი მოვალეობები: ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება; სალარო ოპერაციების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია; სასურველია მსგავს ან რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია APEX პროგრამის ცოდნა. პიროვნული თვისებები: კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; სწორი კომუნიკაციის უნარი; დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. „ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 21 აგვისტომდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებებს!