მოლარე-კონსულტანტი
Job description
ტანსაცმლის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე ცვლების მიხედვით; ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისათვის კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ; ** კომპანიის მიერ დადგენილ აქტივობებში მონაწილეობის მიღება; ** სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა; პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; ** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი. ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე); ** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: [email protected] და "subject"-ში მიუთითოთ Suwen მოლარე კონსულტანტი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!