TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-კონსულტანტი

მოლარე-კონსულტანტი

ოლივანდერ გრუპი Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

შპს " ოლივანდერ ჯგუფი " ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ანაზღაურება: ფიქსირებული 800-950 ლარი პლუს ბონუსი ვაკანტური ადგილები: ოლივანდერის მაღაზია (სითი მოლი) განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45 - 16:00 სთ ან 16:00- 22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით) სხვა ბენეფიტები: 30 %-იანი კორპორაციული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; ფიტპასი თუ შენ: ** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია; ** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური; ** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი; ** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას; მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა! სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; ** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა; ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება; ** სალარო ოპერაციების განხორციელება; ** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობიანობა; ** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: OllivanderGroupHR