მოლარე-კონსულტანტი
Job description
წიგნის მაღაზიათა ქსელი ,, ლიბრა “ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში ლოკაცია: ვ. ფშაველას 30ბ სასურველი წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსთამთავრებული ან სტუდენტი სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საოფისე პროგრამების ცოდნა სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა ძირითადი მოთხოვნები: შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა გაყიდვების გეგმის შესრულება. დამატებითი მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება: სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი მომხმარებელთან ურთიერთობა გაყიდვების ტექნიკების ფლობა ჩვენ გთავაზობთ: კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას კომფორტულ სამუშაო გარემოს მეგობრულ ატმოსფეროს. სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 სთ-მდე შაბათი: 10:00- დან 18:00 სთ-მდე კვირა დასვენება შრომის ანაზღაურება: 1100 ლარი, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა