მოლარე-კონსულტანტი
Job description
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში; ** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს: ** 2 დღე - 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება ** 4 დღე - 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება; ** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი; ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება; ** სალარო ოპერაციების შესრულება; ** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.