TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-კონსულტანტი/ღამის ცვლა

მოლარე-კონსულტანტი/ღამის ცვლა

გუდვილი თბილისი, ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge კომპანია " გუდვილი " აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის (ღამის ცვლა) პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; პროდუქციის თაროებზე განთავსება/შევსება; პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვადიანობის კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში (21:00-09:00, ღამე გამოშვებით); ანაზღაურება: საათობრივი, თვის ჭრილში მინიმუმ 1100 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: ვაკე, დიღომი, საბურთალო, ბათუმი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 595 22 71 84 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7Oqry1Sd გისურვებთ წარმატებას!