TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - დღის ცვლა

მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - დღის ცვლა

ლიდერ კრედიტი Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს! შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს ექსპერტ შემფასებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო დრო: 9:30 - 18:30 ან/და 10:00 - 19:00, ცვლიანობის გრაფიკით, კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა; ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს: ** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნით, გამოცდილებით ან/და შესაბამისი სერტიფიკატით; ** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით; ** საბანკო- საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით; ** გუნდურს; ** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება; ** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება; ** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება; ** სალომბარდე სესხის გაცემა; ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 7 აგვისტო . მნიშვნელოვანი შეტყობინება: გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: [email protected] გისურვებთ წარმატებას!