მოლარე/ოქროს შემფასებელი
Job description
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " Express Capital + " არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. "Express Capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: მოლარე/ოქროს შემფასებელი - ბათუმში ძირითადი მოვალეობები: ** ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება; ** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება; ** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; ** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა; ** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; ** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება; ** KYC კითხვარისს შევსება. შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ: 1. კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს პროფესიონალურ დონეზე შეფასება (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც). 2. ენები: ინგლისური (სასურველი), რუსული (სასურველი), თურქული (სასურველი). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე 09:30-18:30, შაბათი 10:00-14:00 სთ-მდე; ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი დამატებით ბონუსი; ** გამოსაცდელი ვადა 3 თვე; ** სრული მატერიალური პასუხისმგებლობა; ** სხვა კომპანიიდან გადმოსვლის ბონუსი 1000 ლარი. ჩვენ გთავაზობთ: ** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად; ** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში; ** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე/ოქროს შემფასებელი - ბათუმში. გისურვებთ წარმატებებს!