მოლარე / ოქროს შემფასებელი
Job description
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: მოლარე / ოქროს შემფასებელი - ბათუმში სამუშაოს აღწერა მოლარე / ოქროს შემფასებელი: ძირითადი მოვალეობები: ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება; ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება; ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა. კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება; KYC კითხვარისს შევსება. შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ : კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს პროფესიონალურ დონეზე შეფასება (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც). ენები: ინგლისური (სასურველი) , რუსული (სასურველი), თურქული (სასურველი) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე 09:30-18:30, შაბათი- 10:00 – 14:00 სთ - მდე; ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი დამატებით ბონუსი; გამოსაცდელი ვადა 3 თვე; სრული მატერიალური პასუხისმგებლობა. სხვა კომპანიიდან გადმოსვლის ბონუსი 1000 ლარი. ჩვენ გთავაზობთ : დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად; სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში; პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას . ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე / ოქროს შემფასებელი - ბათუმში . დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გისურვებთ წარმატებებს!