TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-ოპერატორი

მოლარე-ოპერატორი

აპო თრეიდინგი თბილისი ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 26, 2026

Job description

კომპანია ,,აპოტრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს, პირველივე წლებში კომპანიამ მოიპოვა ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია ავტონაწილებისა და საავტომობილო ზეთების ბაზარზე. 2019 წლიდან კომპანიის პროფილი გაფართოვდა და სერვისის მიმართულებით განაგრძო განვითარება. კომპანია ,, აპოთრეიდინგი ” აცხადებს ვაკანსიას მოლარე - ოპერატორის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია სერვის ცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს; ფუნქცია მოვალეობები: პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება. სხვადასხვა საძიებო სისტემებში საავტომობილო ნაწილების მოძიება, შერჩევა და შეთავაზება მომხმარებლებს. ელ. ზედნადებების გამოწერა, სავაჭრო ობიექტებში არსებული ვალების შედარება სისტემაში არსებულ მონაცემებთან. თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით; უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა - MS Office; პრიორიტეტულია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა; FMG დისტრიბუციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დამატებითი მოთხოვნები: კომუნიკაბელურობა და მოქნილობა. სწრაფი რეაგირების უნარი; დაგეგმილი სამუშაოს შესრულება განსაზღვრულ ვადებში; გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; განაკვეთი: სრული, დასვენება კვირაში 2 დღე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ.115 ანაზღაურება: ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ზოლში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.