TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-ოპერატორი

მოლარე-ოპერატორი

Foresight FX Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

"Foresight FX" (FXHUB.GE) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი . ლოკაცია: ა. პუშკინის ქ. 6, თბილისი სამუშაო გრაფიკი: 2 ვაკანტური პოზიცია — საღამოს მოლარე და ღამის მოლარე კომპანიის შესახებ: "Foresight FX" წარმოადგენს "Foresight ჯგუფის" წევრ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ. კომპანია ეწევა ვალუტის გაცვლას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით. fxhub.ge წარმოადგენს კომპანიის 24/7 ონლაინ პლატფორმას, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და სისწრაფეზე ორიენტირებული სერვისით. გუნდის გაფართოების ფარგლებში ვეძებთ მოლარე-ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ნაღდი ფორმით ვალუტის გაცვლის სერვისის მიწოდებას მომხმარებლებისთვის. ძირითადი მოვალეობები: ** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების განხორციელება ** ნაღდი ფულის მიღება, გაცემა და ზუსტი აღრიცხვა ** სალაროს ყოველდღიური წარმოება და ბალანსის შედარება ცვლის ბოლოს ** კლიენტების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება ** ვალუტის ნამდვილობის შემოწმება და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა ** სალაროს დოკუმენტაციის წარმოება სამუშაო საათები ** საღამოს მოლარე (18:00 - 22:00) ** ღამის მოლარე (18:00-9:00 - 6 საათიანი შესვენებით) საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა ** კარგი მათემატიკური/ანალიტიკური აზროვნება ** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მანერა კლიენტებთან ურთიერთობისას ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა უპირატესობა მიენიჭება ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნას (ტურისტებთან კომუნიკაციისთვის) ** ნაღდ ფულთან ან საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებას კომპანია გთავაზობთ ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში ** დინამიკურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს განაცხადის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია — "საღამოს მოლარე" ან "ღამის მოლარე". ** განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო ** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან