TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-ოპერატორი

მოლარე-ოპერატორი

საგა იმპექსი Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

შპს " საგა იმპექსი " 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. "საგა იმპექსი" კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორაციულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად. პოზიცია: მოლარე-ოპერატორი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის 116 სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე, 10:00-18:00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ; ** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება; ** სალაროს კონტროლი; ** სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა; ** კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება; ** სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა მოთხოვნები და უნარები: ** სასურველია RS.ge-ზე საბუთების ატვირთვის გამოცდილება; ** სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; ** კომუნიკაციის კარგი უნარები; ** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** აკურატულობა. ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია) პროგრამები: ** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში. თუ თვლით, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!