მოლარე-ოპერატორი
Job description
კომპანია " სმოტორს "-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მიმართულებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ავტოსერვისით მომსახურებას, ასევე, სპეც.ტექნიკის იმპორტსა და რეალიზაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი მდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 სამუშაო გრაფიკი: სრული. "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! სამუშაოს მოკლე აღწერა: ** საქონლის რეალიზაციის და მომსახურების, ან დაბრუნებების გაფორმება; ** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** სასაქონლო ზედნადებებისა გამოწერა; ** ყოველდღიური სალარო ოპერაციების წარმოება; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: [email protected] სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!