TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-ოპერატორი

მოლარე-ოპერატორი

mira Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

"მირა" — 21 წლის გამოცდილების მქონე წამყვანი კომპანია გათბობის, ელექტრობისა და გენერატორების მიმართულებით. ჩვენი მისიაა მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, პროფესიონალური მომსახურება და კონკურენტუნარიანი ფასები. "მირა" წარმატებით ოპერირებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარზე და ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. 21-წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ სანდო გადაწყვეტილებები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა და მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებაზე. პოზიცია: მოლარე-ოპერატორი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის 126 სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 09:30-18:30 დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, Fittpas ანაზღაურება: საცდელი პერიოდი: 1500₾ (ზრდის პერსპექტივით) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სალაროს კონტროლი; ** სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა; ** კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება; ** სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა; ** RS.ge-ზე საბუთების ატვირთვა; ** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; ** კომუნიკაციის კარგი უნარები; ** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია) პროგრამები: ** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში. თუ თვლით, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] . დასახელებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!