TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-რეგისტრატორი

მოლარე-რეგისტრატორი

ენმედიცი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით); ** დასაქმების ისტორია - (გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესობად); ** MS Office-ს კარგი ცოდნა. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა; ** პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში, ანგარიშსწორება მაქსიმალური სიზუსტით მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვით; ** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება; ** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად; ** პაციენტის მომსახურებასთან დაკავიშრებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, არქივაცია/შენახვა არსებული წესების დაცვით. დამატებითი მოთხოვნები: ** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. N15 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00; შაბათი: 09:00-15:00 ანაზღაურება: 1100 ლარი "პოზიცია ითვალისწინებს როტაციით მუშაობას კლინიკის ფილიალებში (დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. №38ა და ვაკე, არაყიშვილის ქ. №2) მოლარე-რეგისტრატორების შვებულების ან დროებითი არყოფნის პერიოდში." თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.