TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

zoommer • ზუმერი Batumi, Ajaria, Georgia
Posted Jul 16, 2026 23h ago

Job description

კომპანია " ზუმერი " აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის შესწავლა და მისი აღსრულების კონტროლი ქსელის მასშტაბით, რომელიც მოითხოვს საველე სამუშაოებს და ფიზიკურ დაკვირვებას ფილიალებში; მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მათი საჭიროებების გამოვლენა; კომპანიაში არსებული სხვადასხვა რგოლის მომსახურების ხარისხის შეფასება და დეტალური რეპორტის მომზადება შემდგომი ანალიზისთვის; CRM დეპარტამენტის მიმდინარე პროცესებში ჩართვა და ახალი იდეების გენერირება ** მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესების მიზნით; მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის შეფასება და რეპორტინგი; CRM დეპარტამენტის სხვა წევრებთან და შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა მონაცემთა სიზუსტის უზრუნველსაყოფად. შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა მონაცემთა მართვისას. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა. ყოველთვიურად, წინასწარ გაწერილი გრაფიკით მივლინებები რეგიონებში. აუცილებელი მოთხოვნები: მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. მართვის მოწმობა და სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა მივლინებები დროს. ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებისადმი ყურადღება. პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი. ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი. წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე (ქართული, ინგლისური სასურველია). ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით; სხვადასხვა ტიპის გასართობ აქტივობებს, ტრენინგებსა და თიმბილდინგებს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/9UtwjBU9Zh