TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი

მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი

მერიდიან ექსპრესი თბილისი ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 26, 2026

Job description

"UPS"-ის და "UPS SCS"-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, შპს "მერიდიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ტარიფებთან და გზავნილების გაგზავნა მიღებასთან დაკავშირებულ დეტალებზე კომუნიკაცია კლიენტებთან ან/და უცხოელ პარტნიორებთან. საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში. გზავნილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება/კონტროლი. მათზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სათანადო სისტემებში ინფორმაციის სისტემატური მონიტორინგი/განახლება. შესაბამისი საბუთების დახარისხება და დამუშავება. გზავნილებთან მიმართებაში გარკვეული რეპორტების წარმოება. სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; კომპიუტერული უნარ ჩვევების, MS Excell, MS Word, MS Power Point -ის ფლობა; ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური მინიმუმ B2 დონე - სავალდებულო, რუსული ენა B2 დონე - არასავალდებულო, მაგრამ სასურველია. სწრაფი ბეჭდვის უნარი. უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა; სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; დროის მართვის უნარი; გამართულად მეტყველების და კომუნიკაციის უნარი; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; სტრესული სიტუაციების მართვის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები შერჩევის პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს: კანდიდატთა შერჩევა მათგან მიღებული რეზიუმეების საფუძველზე; დაკავშირება; გასაუბრება, სტაჟირება (ანაზღაურებადი), სტაჟირების წარმატების გავლის შემდეგ დასაქმება. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-დან 18:30 საათამდე შესვენება - 1 საათი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ “ვაკანსია - მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი“.