TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მომხმარებელთან ურთიერთობის ექსპერტი - POS ტერმინალები

მომხმარებელთან ურთიერთობის ექსპერტი - POS ტერმინალები

TBC Georgia LinkedIn
Posted Jul 03, 2026 13h ago

Job description

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერილობა ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგაში, POS ტერმინალების გაყიდვების გუნდში, ვეძებთ - გაყიდვების მენეჯერს. შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს ექვაირინგის მიმართულებით პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე რას გააკეთებ ყოველდღიურად? დღის განმავლობაში დაამუშავებ და შეაგროვებ პოტენციური კლიენტებზე ინფორმაციას; გეგმიურად ეწვევი სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს და ადგილზე გააკეთებ ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს/გაყიდვებს ექვაირინგის მიმართულებით; გააანალიზებ არსებულ ბაზარს და ბაზრის მოთხოვნებს, რაც დაგეხმარება სწორი შეთავაზების გაკეთებაში; წარადგენ განხორციელებული ვიზიტების და შედეგების ანგარიშებს უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდთან ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს + დამატებით ყოველთვიურ ბონუსს შესაძლებლობას დარეგისტრირდე თიბისის ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა. დამატებით ბენეფიტებს ჯანმრთელობის დაზღვევა სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის ბრენდ მაღაზია ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი კვალიფიკაცია ექვაირინგის პროდუქტების ცოდნა; (სასურველია) გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები; AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ელფოსტა – [email protected] ანონიმური წერილი. დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.