მომხმარებელთან ურთიერთობის კოორდინატორი
Job description
თუ გაქვს მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის ან გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში, " ბლუ უოთერსი "-ს გუნდში შენ გეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე! კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters პოზიციის მიზანია: ** არსებულ მომხმარებლებთან ანგარიშსწორების კოორდინაცია ** პრობლემური ქეისებზე რეაგირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება ** გადახდის ვადების კონტროლი და მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება ჩარიცხვების უზრუნველსაყოფად ** CRM სისტემაში მონაცემთა სრულყოფილად ასახვა რას გააკეთებ: ** აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია; დამკვეთებთან დაკავშირება გადახდის ვადების და პირობების შეხსენების მიზნით. ** ჩარიცხვების კონტროლი ** პრობლემურ ქეისებზე კონსულტაციის გაწევა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება ** მომხმარებლებთან გადახდის პირობების შეთანხმება და შეთავაზების გაკეთება ** მონაცემთა ბაზის წარმოება-მონაცემების CRM ში აღრიცხვა, ინფორმაციის სისტემიზაცია ** ყოველთვიური რეპორტის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის ** გუნდებს შორის კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით. ** დედლაინების განსაზღვრა და მონიტორინგი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1200 ლარი , KPI-ით განსაზღვრულ ბონუსს ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემებს ** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება) განიხილება ჰიბრიდულ რეჟიმში ** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/CustomerRelationsCoordinator/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.