მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
Job description
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერს რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, განხილვა და მათი ეფექტურად გადაჭრა; მომხმარებლის მოთხოვნებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მათი დროული შესრულების მონიტორინგი; მომხმარებელთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა; მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და შეხვედრების ორგანიზება; მომხმარებლის მონაცემების სრულყოფილად და დროულად ასახვა მონაცემთა ბაზასა და CRM სისტემაში; მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ; მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება; მომხმარებლებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა სახის შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა, მათზე დროული და ეფექტური რეაგირება; მომხმარებელთა მონაცემების მუდმივი განახლება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან/და დამთავრებელი კურსის სტუდენტი; სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ კი გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; თანამშრომლებისათვის უფასო სპორტული დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას; კომპანიის დაფინასებით ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. სამუშაო დრო: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ). საერთო ყოველთვიური ანაზღაურება, ბონუსის ჩათვლით, საშუალოდ 1800–2000 ლარს შეადგენს. თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით : http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.