TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

SlaySong Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

კომპანია "SlaySong"- ი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. "SlaySong" არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ პერსონალურ ციფრულ პროდუქტებს. კომპანია ოპერირებს ევროპის 12 ქვეყანაში. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00 ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება; ** შემოსული შეტყობინებებისა და მეილების სრულყოფილი დამუშავება; ** პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული მოგვარება შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით; ** მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე AI-გენერირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ხარვეზების გადამოწმება, საჭირო კორექტირება და შემთხვევების სისტემური აღრიცხვა; ** შეკვეთების ყოველდღიური მონიტორინგი და ვადების კონტროლი სისტემაში; ** მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდაზე მუშაობა და უკუკავშირის მართვა. ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** საოფისე პროგრამებისა და ციფრული პლატფორმების ცოდნა; სასურველი გამოცდილება: ** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** CRM ან ონლაინ შეკვეთების მართვის სისტემებთან მუშაობა; ** ტექნოლოგიურ ან ციფრულ პროდუქტთან მუშაობის გამოცდილება; ** პრობლემური შემთხვევების მართვის პრაქტიკა. აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: ** ემპათია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ** ანალიტიკური აზროვნება და სიზუსტე დეტალებში; ** ტექნოლოგიებისა და AI პროდუქტებისადმი ინტერესი. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი "კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.