მომმარაგებელი
Job description
"კაზინო ინტერნეიშენალი" სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ფიქსირებული ანაზღაურება + ჩაი (ე.წ. პოინტი); ** 8 სთ-იანი სამუშაო დღე; კვირაში 2 დასვენების დღე; ** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება; ** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება ზედნადების მიხედვით; ** პროდუქციის მიღებისას ვადების გადამოწმება; ** მიღებული პროდუქციის დასაწყობება; ** ნაშთების და ვადების პერიოდული კონტროლი საწყობში; ** საწყობში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფად მუშაობის უნარი; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** ენერგიულობა; ** პუნქტუალურობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!